20 სექტემბერი 2024,   01:19
ვრცლად
როდის განახლდება მოძრაობა - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

მატარებლების მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

#804 თბილისი-ბათუმი 17:05;

#807 ბათუმი-თბილისი 17:15;

#801 ბათუმი-თბილისი 18:20;

#812 თბილისი-ბათუმი 0:35;

#811 ბათუმი-თბილისი 0:45;

#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25;

#874 თბილისი-ფოთი 17:30," - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

დღის ამბები