20 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
"დარჩენილი 2 თვე იქნება ცხელი" - სინოპტიკოსის თქმით, ტემპერატურა, ცალკეულ დღეებში, 40 გრადუსსაც მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე "რუსთავი 2-თან" მიმდინარე ზაფხულში მოსალოდნელ ტემპერატურაზე საუბრობს.

როგორც სვეტლანა ნიორაძე ამბობს, ივლისისა და აგვისტოს ცალკეულ დღეებში, ტემპერატურამ, შესაძლოა, +40 გრადუსამდეც მიაღწიოს.

"ივლისის თვეში ამინდის პროგნოზი მოსალოდნელია 1-2 გრადუსით მაღალი იყოს საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე. ჰაერის ტემპერატურამ თვის ცალკეულ დღეებში, შესაძლოა, მოიმატოს +40 გრადუსამდე. ნალექი მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, ნორმის ფარგლებში, ზოგან შესაძლოა ნორმაზე მეტიც იყოს. ივლისის და აგვისტოს თვეები მიიჩნევა საკმაოდ ცხელ თვეებად. ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ, შესაძლოა, მოიმატოს +39, +40 გრადუსამდე.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დარჩენილი 2 თვე იქნება ცხელი, 1 გრადუსით მაღალი ნორმაზე. ნალექების სურათი საკმაოდ ჭრელია - ზოგან მეტი იქნება, ზოგან ნაკლები, ზოგან ნორმის ფარგლებში და არ არის გამორიცხული, ხანმოკლე ელჭექის ხასიათიც ჰქონდეს. აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს," - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.

დღის ამბები