20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
რატომ იყო CISAC საქართველოში საავტორო უფლებების ახალი კანონის წინააღმდეგი და სად ვხედავთ მოსკოვის ინტერესებს?

ბოლო დღეები საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში რუსეთის ჩარევის თაობაზე სკანდალი აგორდა. შემოთავაზებულია ახალი ტერმინიც კი – „ინტელექტის ოკუპაცია“.

საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. მიღებული კანონპროექტი ხელს შეუწყობს კოლექტიური მართვის ორგანიზაციების კონტროლს, განსაზღვრავს ავტორთა ანაზღაურების კორექტულ ტარიფებს და მათი განაწილების პრინციპებს.  ეს საქართველოს შემოქმედებითი საზოგადოებისთვის უზარმაზარი წინსვლაა. ავტორებს შეეძლებათ მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება და აღარ გახდნენ თაღლითური სქემების მსხვერპლი.

ამ კანონპროექტის მხარდაჭერა საქართველოსთვის უპრეცედენტო ნაბიჯია. ხელისუფლებამ როგორც იქნა, ისმინა საკუთარი მოქალაქეების, ხელოვანების თხოვნა. კანონს უეცრად მხარი დაუჭირა როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამაც – მსგავსი ერთსულოვნება დიდი და უსიამოვნო სიურპრიზი გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია CISAC-ისთვის. რატომ მოიქცა ასე? იმიტომ რომ აღნიშნული კანონი მას მოსკოვის ინტერესების ლობირებაში ხელს უშლის.

ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია (CISAC) ნამდვილად სასარგებლო საერთაშორისო ორგანიზაციაა, მაგრამ მას აქვს ერთი სერიოზული ნაკლი: CISAC – რუსეთისა და პუტინის საუკეთესო მეგობარია. მრავალი წლის განმავლობაში, CISAC ლობირებდა რუსეთის ინტერესებს მსოფლიოში და დღეს რუსეთის ფედერაცია იყენებს ორგანიზაციას, როგორც მოხერხებულ ნიღაბს, სანქციებით გამოწვეული შეზღუდვების გვერდის ავლის ბუნდოვან სქემებში.

CISAC-ის რუსეთთან მეგობრობის ისტორია გუშინ არ დაწყებულა. (2009 წელს CISAC - ევროპის რეგიონალური დირექტორი მიტკო ჩატალბაშევი იღებს საზოგადოების საპატიო დიპლომს მისი ოდიოზური ლიდერის, სერგეი ფედოტოვის ხელიდან. (https://rao.ru/v-rao-podpisano/?ysclid=lixepfrjpl951496863 )

(2012 წელი - CISAC-ის მაშინდელი ხელმძღვანელი ოლივიე ჰინევინკელი და იგივე მიტკო ჩატალბაშევი განიხილავენ საავტორო უფლებების დაცვას რუსეთსა და მსოფლიოში)https://rao.ru/cisak-rao-20-11-12/


იქნებ 2014 წელმა შეცვალა რამე?  2016 წელს, ანუ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრნენ CISAC-ის გენერალური დირექტორი გადი ორონი და CISAC-ის რეგიონალური დირექტორი - მიტკო ჩატალბაშევი. ისინი ახლო ურთიერთობაში იყვნენ როსპატენტის ხელმძღვანელთან, გრიგორი ივლიევთან. ამასთან ორონი, აქებდა რა კოლექტიური მართვის რუსულ სისტემას, განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა რუსეთისგან ბევრი რამ უნდა ისწავლონ. მან რუსულ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია RAO-ს ერთ–ერთი საკვანძო წევრიც კი უწოდა.(https://rospatent.gov.ru/index.php/ru/news/2016-02-12-cisac)

CISAC-ს ახლო ურთიერთობა აქვს არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო უწყებებთან, არამედ რუსეთის კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთანაც.  მსგავსი ორგანიზაციებთან უმსხვილესთან, RAO-სთან ურთიერთობა არ გაუფუჭებია მისი ხელმძღვანელის, სერგეი ფედოტოვის სისხლის სამართლებრივ დევნასაც კი, რომელმაც ორგანიზაციის ხაზინიდან მილიარდი რუბლი მიითვისა.  (https://rao.ru/gadi-oron-rao/)

პრესამ გამოაქვეყნა CISAC-ის აღტაცებული განცხადებები RAO-ს შესახებ: „RAO-ს პროგრამული უზრუნველყოფა საბუთების მართვისა და ჰონორარების განაწილების სფეროში, ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. შეფასების ჯგუფი მიიჩნევს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის გარკვეული ფუნქციები არის ორიგინალური და ინოვაციური (განსაკუთრებით ნაწარმოებების გამოყენების შესახებ მონაცემების ჩამოტვირთვის სფეროში)“, - ნათქვამია CISAC დოკუმენტში. (https://m.lenta.ru/articles/2016/07/07/rao/amp/)

მიტკო ჩატალბაშევმა, რომელიც შესანიშნავად ფლობს რუსულ ენას, ყველაფერი იღონა, რათა მხარი დაეჭირა თავისი მეგობრის, სერგეი ფედოტოვისთვის. 2016 წელს, ჩატალბაშევის მოსკოვში ვიზიტის დროს, ფედოტოვი ეკონომიკური პოლიციის გამომძიებლის ოთახიდან ძვირფას რესტორანში გარბოდა, სადაც CISAC-იდან მოვლენილ მეგობართან ერთად ვახშმობდა. (http://kontrakty.ua/article/103182,https://drive.google.com/drive/folders/1c4k2xmAdiUtnqDQyii0f0q1cXNwB43Vu?usp=drive_link)

RAO-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, სერგეი ფედოტოვმა (რომელიც მას შემდეგ შოტლანდიაში მე-15 საუკუნის სასახლის გრანტის მფლობელი გახდა) გამომძიებლებთან საუბარში აღიარა, რომ ჩატალბაშევს 50 ათასი ევრო ქრთამი გადაუხადა, რათა CISAC-ის ევროპული კომიტეტის შემდეგი სხდომა მოსკოვში გამართულიყო. http://kontrakty.ua/article/103182 https://drive.google.com/drive/folders/1c4k2xmAdiUtnqDQyii0f0q1cXNwB43Vu?usp=drive_link 

2017 წელს ევროპის კომიტეტის კონფერენცია მართლაც მოსკოვში, სასტუმრო „ნაციონალში“ გაიმართა. RAO-ს წარმომადგენლებმა პირდაპირ სცენიდან გააკეთეს შეთავაზება CISAC-ში აღმოსავლეთ ევროპასთან მუშაობისთვის, ცალკე სტრუქტურული ერთეულის შექმნის თაობაზე. როგორც ჩანს, „მეგობრობა“ იქამდე მივიდა, რომ ორგანიზაციის ნაწილის მთლიანად RAO-სთვის გადაცემა გადაწყდა. (https://www.cisac.org/Newsroom/articles/cisac-regional-european-committee-draws-collective-management-experts-moscow)

იქნებ რამე შეიცვალა ნავალნის მოწამვლის, კონსტიტუციის გაუქმების, 2021 წელს უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზაციის შემდეგ? შეიცვალაა ყველაფერი, მაგრამ არა CISAC-ისა და  RAO–ს თბილი ურთიერთობა.

2021 წელს მიტკო ჩატალბაშევი სიტყვით გამოდის RAO-ს ღონისძიებაზე მოსკოვში  (https://rg.ru/2021/02/24/uchastniki-diskussii-creative-global-talks-obsudiat-razvitie-tvorcheskih-industrij.html?ysclid=lixesnnm17155752446)

დღეს, დასავლური ბიზნესის მიერ რუსეთის ტოტალური ბოიკოტის ფონზე, RAO კვლავ რჩება CISAC-ის წევრად, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის ინტერესებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ნიღაბის ქვეშ. (https://drive.google.com/file/d/1WgEb8G4abv3IWD96rGffNoYgGUhGYaqF/view  ,https://ar-2023.cisac.org/EN/)

რუსეთი ყიდულობს ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაციას, პოლიტიკური და უფლებების დაცვითი ორგანიზაციებით დაწყებული, სპორტული და კულტურული გაერთიანებებით დამთავრებული. კორუფცია ამ ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მაგრამ რუსული კოლექტიური მართვის სისტემა რუსულ სტანდარტებსაც კი სცდება: გატანილი მილიარდები, ციხე–სიმაგრეები, თავდასხმები. ეს მაფიის მსგავსად აბსოლუტურად კრიმინალური ბიზნესია. CISAC კი ამ ბიზნესის შირმად იქცა. დღეს CISAC-ის აზრის გათვალისწინება კრემლის პროპაგანდის გათვალისწინებას ჰგავს.

საქართველოში უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სწორედ ის სუბიექტები, რომლებიც შესისხლხორცებულები არიან კრემლთან და მის ფინანსებთან, ყველაზე ხმამაღლა ყვირიან რუსეთის გავლენის შესახებ. ასე ხდება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის, გიგა კობალაძის შემთხვევაშიც. მთელი სქემის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, რომ კობალაძე რუსეთის ავტორთა საზოგადოების (RAO) მსჯავრდებულ გენერალურ დირექტორთან, სერგეი  ფედოტოვთან, როსპატენტთან და CISAC–თან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსული ინტერესების გამტარებელი საავტორო უფლებების სფეროში საქართველოში.

საინტერესოა, რომ CISAC ევროპისა და SCAPR-ის წერილობითმა, კრიტიკული შენიშნვებით სავსე მიმართვამ საპარლამენტო კომიტეტისადმი, თავად კანონპროექტის ინიცირებასაც კი დაასწრო.  დღეს, კობალაძის დაცვის პროცესში, CISAC უკვე ღიად აცხადებს, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა სფეროში რუსეთის ინტერესების გამტარებელია. ისევე, როგორც 2016 წელს, როდესაც CISAC-ის აღმასრულებელი დირექტორი გადი ორონი და CISAC–ის  ევროპის რეგიონალური დირექტორი მიტკო ჩატალბაშევი ჩამოვიდნენ მოსკოვში თავიანთი რუსი პარტნიორების მხარდასაჭერად. დღეს კი ასეთ მხარდაჭერას CISAC GCA-ს თავმჯდომარეს, გიგა კობალაძესთვის ეცადა, რომ მხარი დაეჭირა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ჯერ კიდევ მაშინ სანამ კანონპროექტის ინიცირება მოხდება, საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე შეცდომაში იყო შეყვანილი კობალაძის მიერ და კანონზე შენიშვნებს იძლეოდნენ, თუმცა ეს მცდელობა ვერ შედგა, რადგან USAID-მა და SLDP-მ სწორი რეკომენდაციებით, კულტურის კომიტეტმა ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი მესამე მოსმენით მიიღო.

 

 

 

(R)

დღის ამბები