19 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
თოჯინები იცინიან, თბილისის ქუჩებში სეირნობენ და ლექსებს წერენ - ახალი ქართული ანიმაციის სახელი პრემიერამდე საიდუმლოდ რჩება

თოჯინები იცინიან, თბილისის ქუჩებში სეირნობენ, ლექსებს წერენ და დუქანში პოეზიაზე საუბრობენ - ქართული ანიმაციური ფილმის სიუჟეტი გასული საუკუნის 30-იანი წლებში ვითარდება და იმ ხელოვანებს ეხება, რომლებიც ევროპასთან დაახლოებას ცდილობდნენ.

ახალი ანიმაციური ფილმის სახელი ჯერ უცნობია, ავტორები მას რამდენიმე თვეში, პრემიერის დროს გაამხელენ.

11 წუთიანი ანიმაციური ფილმის გადაღება, ახალი ტექნოლოგიით, ე.წ. "სტოპ მოუშენით" ხდება. ფილმის მთავარი პერსონაჟი ელენე ყველა იმ ემოციას აჩვენებს, რომლებსაც გადასაღებ მოედანზე პროფესიონალი მსახიობები გამოხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ მოკლემეტრაჟიან ანიმაციაში თოჯინები თამაშობენ, ის არასაბავშვოა და მოზრდილ მაყურებელზეა გათვლილი.

დღის ამბები