"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელოვანები ეხმაურებიან. ისინი მადლობას უხდიან პარლამენტს გაწეული სამუშაოსთვის. მიესალმებიან არჩევანის თავისუფლებას და ამ ფაქტს გამარჯვებად მიიჩნევენ.
"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის კულტურის კომიტეტს, უცხოელ პარტნიორებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესდა ჩვენი პრობლემით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გადაწყდა, მიიღეს კანონი და დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ ეს სფერო ბევრად უფრო განვითარდება," - განაცხადა მსახიობმა და ავტორმა-შემსრულებელმა ეკა კახიანმა.
"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა მესამე მოსმენაზე მხარი გუშინ დაუჭირა.