20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
კალოუბნის N18-ში მცხოვრები 30 ოჯახი მალე ახალ კორპუსში შეძლებს ცხოვრებას

კალოუბნის 18 ნომერში 30 ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ავარიულ სახლში ცხოვრობდა, მალე ახალ კორპუსში იცხოვრებს. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა.

ტენდერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას მალე დაიწყებს.

30 თვეში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდება და ადგილობრივებს გარემონტებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლი ჩაბარდება. კახა კალაძის განცხადებით, განხილვის პროცესშია დამატებით 42 პროექტი.

"კალოუბნის ნომერ 18-ში მდებარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი შედგა, გვყავს გამარჯვებული კომპანია და მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დაახლოებით 30-მდე ადამიანი ცხოვრობს გაუბედურებულ კორპუსში, რომელიც იყო ავარიული, უმძიმეს მდგომარეობაში. ამ ავარიული შენობის ადგილზე განთავსდება ყველანაირად მოწესრიგებული ახალი კორპუსი," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები