20 სექტემბერი 2024,   01:09
ვრცლად
კახეთში მოკლული ყაზახი ქალის საქმე - ოჯახი საქართველოსა და ყაზახეთის საგამოძიებო უწყებებისგან დამნაშავისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

კახეთში მოკლული ყაზახი ქალის ოჯახი, საქართველოსა და ყაზახეთის საგამოძიებო უწყებებისგან დამნაშავისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. მოკლული ქალის და საქართველოშია.

ის ამბობს, რომ ბრალდებულმა მისი და დაარწმუნა, ქონება გაეყიდა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამკურნალოდ, საქართველოში წასულიყო. მისი თქმით, მკვლელობის მოტივი, ანგარება იყო და საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, ბრალდებული გაბრიელ ხოხობაშვილის განზრახვას გამოააშკარავებს.

მოკლულის დას დაზარალებულის სტატუსი გუშინ მიენიჭა. 

"ჩემი და იყო ძალიან კეთილი და ჭკვიანი, თვითონ ირჩენდა თავს, ფლობდა რამდენიმე ენას, მუშაობდა სახლიდან. ჩემმა დამ გაყიდა თავისი უძრავი ქონება, ეს დაახლოებით იყო 18 მაისს. ამ ფულით ისინი საქართველოში ერთად ჩამოვიდნენ 20 მაისს და როგორც ვიცი, მკვლელობა მოხდა 21 მაისს. მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა და არც დაძაბული ურთიერთობა ჰქონიათ. ვფიქრობ, რომ ჩემი დის მოკვლის მიზეზი ანგარება იყო," - აცხადებს მოკლული ქალის და, ბოკატოზ ტოლეგენი

შემთხვევა, 21 მაისს, საგარეჯოში მოხდა. გამოძიების ვერსიით 60 წლამდე კაცმა ქალი ბლაგვი საგნით მოკლა და ცხედარი მდინარეში გადააგდო.  

დღის ამბები