20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
თავდაცვის ახალი კოდექსის მეორე მოსმენით განსახილველად დეპუტატები სესიაზე მესამედ იკრიბებიან

თავდაცვის ახალი კოდექსის მეორე მოსმენით განსახილველად დეპუტატები სესიაზე უკვე მესამედ იკრიბებიან. კანონპროექტს მათ ამჯერადაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე წარმოუდგენს. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებების ზოგიერთ მუხლს მხარს უჭერს - საუბარია მოხალისეების სისტემის ამოქმედებაზე. ნაწილი კი მთლიანად კანონპროექტს ქართული ჯარის განადგურების წინაპირობად მიიჩნევს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით კოდექსების გარკვეულ ნაწილს მხარს უჭერს.

 "გარკვეულ ნაწილს კოდექსის და კანონების მხარს ვუჭერ, მაგალითად მოხალისეობის სისტემის თავდაცვის სისტემაში ამოქმედებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვა იყოს რეალურად შემუშავებული. არის პუნქტები, რომლებსაც არ ვიზიარებ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ დოკუმენტის კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან მისი მიღებით ის ხარვეზები, რომელიც ამ ეტაპისთვის მოქმედ კოდექსში არსებობს, მოგვარდება. 

"ოპოზიციის ქცევა კოდექსის განხილვისას ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურული ომი რასაც ისინი ახორციელებდნენ. შეკითხვების უმრავლესობა, რაც იყო დასმული, იყო აბსოლუტურად უსაგნო, უაზრო კითხვები, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის ამ კოდექსის მიღება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კოდექსი იყოს მიღებული," - აცხადებს ირაკლი ბერაია.

დღის ამბები