20 სექტემბერი 2024,   01:07
ვრცლად
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თეა წულუკიანმა მოინახულა

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მოინახულა. თეა წულუკიანი ადგილზე გამართულ ღონისძიებასაც დაესწრო.

ბანაკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, წელს 2400 ახალგაზრდას 10 ნაკადად მიიღებს. საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ - რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში და სპორტულ ტურნირებში.

დღის ამბები