20 სექტემბერი 2024,   01:11
ვრცლად
"უსაფრთხო ტურიზმი" - საქართველო ახალ კამპანიის იწყებს

"ქვეყანა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის დასვენება უსაფრთხოა" - საქართველოში ტურიზმის ახალი კამპანია იწყება, რომლის მთავარი მიზანია, ვიზიტორები საქართველოს სრულ უსაფრთხოებაში დაარწმუნოს.

მოგზაურების ნაწილი საქართველოში მეგობრების რეკომენდაციით ჩამოვიდა. სხვებმა ქვეყნის ისტორიის, მრავალფეროვანი ბუნებისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით ნახა და გადაამოწმა. "კურიერის" რესპონდენტები თბილისის, ბაკურიანის, გუდაურისა და ყაზბეგის შემდეგ, ზღვისპირა ქალაქში ჩავიდნენ. ამბობენ, რომ საქათველოს ყველა კუთხეში თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ.

"უსაფრთხო ტურიზმი საქართველოში" - ქვეყანაში ახალი კამპანია დღეს, სწორედ ზღვისპირა ქალაქიდან დაიწყო. მნიშვნელოვანი როლი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვის თავლსზარისით შსს-ოს აქვს. უწყების წარმომადგენლები, ტურიზმის ადმინიტრაციის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის წევრები ბოტანიკურ ბაღში შეიკრიბნენ.

სპეციალურად ტურისტული სეზონისა და მოგზაურებისთვის საინფორმაციო ვიდეორგოლიც მომზადდა.

საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, საქართვლოში ჩამოსვლის მსურველებს მეტი ინფორმაცია უნდა ქონდეთ ქვეყანაში მოგზაურობის, უსაფრთხოების შესახებ და ამისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოყენებულია.

საზაფხულო ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ძალოვანი უწყების სხვადასხვა დანაყოფების რაოდენობა გაიზარდა და გადანაწილებულია ტურისტულ ზონებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით საქართველოში მოგზაურობის მსურველები ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეორგოლიდანაც მიიღებენ, რომელიც სატელევიზიო სივრცეში და სოციალურ ქსელებში ხვალიდან გამოჩნდება.

დღის ამბები