მამის მკვლელობის გამო დაკავებულ ოთარ თევდორაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. 20 წლის ახალგაზრდა ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ის უკვე მოინახულა მისმა უფლებადამცველმა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის ჩადენის მომენტი არ ახსოვს და მამის სიკვდილის შესახებ სამართალდამცველებისგან გაიგო. შესაბამისად, ადვოკატი არ გამორიცხავს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.
მკვლელობა ორი დღის წინ გვიან ღამით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა. დაკავებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.