20 სექტემბერი 2024,   01:14
ვრცლად
თავზარდამცემი და დაუჯერებელია, ადამიანებს შორის ვერ ვხედავ ვინმეს, ვისაც შეეძლო ასეთი რამე გადაეწყვიტა - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას პატრიარქის თანამოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით საუბრობს და რომ მისთვის ეს ამბავი მოულოდნელი და დაუჯერებელია. დამატებით ინფორმაციას მიტროპოლიტი ნიკოლოზი არ ფლობს.

"მოულოდნელი, თავზარდამცემი და მართალი გითხრათ დაუჯერებელია. ადამიანებს შორის ვერ ვხედავ ვინმეს, ვისაც შეეძლო ასეთი რამე გადაეწყვიტა, ვერ წარმომიდგენია. მეუფე შიო სანამ თვითონ არ დაადასტურებს, ან ექიმები სანამ არ იტყვიან, რომ ნამდვილად ასეა, ვერაფერს ვერ ვიტყვი," - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

დღის ამბები