20 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ირენ ფელინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ნატოს პოლიტიკა გააცნო. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ირენ ფელინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა.
 
მან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის სისტემაში გენდერული პერსპექტივებისა და ქალთა ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება მიმდინარე პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობაზე გაამახვილა.
 
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დამსწრეებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გაწეული სამუშაო გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ოპერაციებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და უსაფრთხოების სექტორში ქალთა მონაწილეობის შესახებ.
 
ღონისძიებას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღის ამბები