20 სექტემბერი 2024,   01:13
ვრცლად
ქუთაისში სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავის გახსნას თეა წულუკიანი დაესწრო

ქუთაისში, ფოლკლორის სასახლის წინ სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა.

ცერემონიას კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ვარსკვლავის გახსნამდე ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სახელმწიფო ანსამბლმა კონცერტი გამართა, სადაც ცეკვისა და სიმღერის მრავალფეროვანი პროგრამა იყო წარმოდგენილი.

 

დღის ამბები