20 სექტემბერი 2024,   01:12
ვრცლად
შეიძლება ეს ყოფილიყო ყოფითი შემთხვევა, შეკითხვებს გავეცით პასუხი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა "საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსები კიდევ გასარკვევი".

როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდან ელოდებიან.

"შეიძლება ეს ყოფილიყო ყოფითი შემთხვევა, მაგრამ რადგანაც ამის გახმაურება მოხდა, შემდეგ ჩვენ შეკითხვებს გავეცით პასუხი. ჩვენ დაგვიკავშირდნენ, მაგრამ თავი შევიკავეთ, რადგან რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი. რაც შეიძლება პრივატულად ვილაპარაკო, ყველაფერი საკაროდ ვთქვი და ამის იქით, სათქმელი არაფერი არ მაქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები