20 სექტემბერი 2024,   01:16
ვრცლად
ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს და როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მეუფე შიოზე პერსონალური შეტევებისა და მისი დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა იყო და როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას ბოლშევიკური მეთოდებით უნდოდა საქმეზე გადასვლა, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ეჭვის დონეზეა და არაფერი არ დასტურდება.

პაპუაშვილი იმედს იტოვებს, რომ მეუფე შიოს მოწამვლის ფაქტი არ დადასტურდება.

"თუ ეს დადასტურდა, ძალიან მძიმე ფაქტია, თუ ასეთი მცდელობა იყო. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ არის ეჭვები და დადასტურებულად არაფერი არ არის. ჩვენ ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს და როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები, რომლებიც ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ დადასტურდება, რომ რაიმე განზრახი ქმედება იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები