20 სექტემბერი 2024,   01:08
ვრცლად
აფეთქება მოხდა თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ - 1 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ადგილზე თხევადი აირის ავზი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად ხელოსანი მსუბუქად დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. 

ცეცხლი გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს გაუჩნდა, ალი სადგურზე გადავიდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. 

აფეთქების შედეგად დაზიანდა გვერდით მდებარე მაღაზიის შენობა. შემთხვევის დროს ადგილზე მოქალაქეები იმყოფებოდნენ, სამაშველო სამსახურში მათ დარეკეს. შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოევი მიმდინარეობს. იმყოფება სასწრაფო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.

დღის ამბები