20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ ალიანსთან უნიკალური პარტნიორობის საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება - ჯულიან სმიტი

იმედი მაქვს, რომ ალიანსთან უნიკალური პარტნიორობის საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება - ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჯულიან სმიტმა ვილნიუსში, ნატოს სამიტზე განსახილველ საკითხებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ ვთქვით ისიც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო უკვე არის ნატო-ს წარმოუდგენლად ახლო პარტნიორი. საქართველო მონაწილეობდა ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად ალიანსთან საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე," - აცხადებს ჯულიან სმიტი.

 

 

დღის ამბები