20 სექტემბერი 2024,   01:08
ვრცლად
ბორჯომში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენისას, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო - მან 23 წლის მამაკაცს ცივი იარაღით 7 ჭრილობა მიაყენა

პოლიციამ ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია არასრულწლოვანი პირი. დაკავებულმა, 23 წლის მამაკაცს სხეულზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული არასრუწლოვანი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო. "კურიერის" ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცს ცივი იარაღით 7 ჭრილობა მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ცენტრალური პარკის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, სადაც სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ და კონფლიქტის მონაწილეები ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა ისინი გამთენიისას შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მძიმე დანაშაული მოხდა.  

"დამხვდა საზარელი ამბავი, რომ პატარა ბიჭი მოუკლიათო. ვიცნობდით იმ ბავშვს და უწესიერესი ადამიანი იყო. რა მოხდა, რის გამო მოკლეს არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.  

დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 

დღის ამბები