20 სექტემბერი 2024,   01:11
ვრცლად
არცერთი სასულიერო პირი არ არის ექსპერტი ან ქიმიური ლაბორატორიის კარგი მცოდნე, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ რატომ გარდაიცვალა - დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილი

რა გახდა საპატრიარქოს დამლაგებლის გარდაცვალების მიზეზი - კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ფაქტი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი სისხლის სამართლის საქმეს ემთხვევა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. სასულიერო პირები ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან.

დეკანოზი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს, რომ სასულიერო პირები ვინმეს გარდაცვალების მიზეზს ვერ დაადგენენ.

"არცერთი სასულიერო პირი არ არის ექსპერტი ან ქიმიური ლაბორატორიის კარგი მცოდნე. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ რატომ გარდაიცვალა- ჩვენ ვთქვით, რომ ის ავადმყოფობდა!

თუ რაიმე საეჭვო არსებობს ამას დაადგენს შესაბამისი საექსპერტო საშუალება. ხშირად ისმის, გაუგებრობის, ბოროტების ხმები, შეიძლება ეკლესიისთვის შეუფერებელი ქმედება ხდებოდეს, მაგრამ შინაგანად არ მინდა დავიჯერო, რომ ადგილი ჰქონდა იმ ქმედებას რაც გაჟღერდა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კარგად გრძნობს თავს, როგორც თავად გააჟღერა, მე არ მაქვს შეხება დიდად და ამაზე მეტი არაფერი ვიცი,"- აცხადებს დეკანოზი.

დღის ამბები