20 სექტემბერი 2024,   01:14
ვრცლად
ეპისკოპოსი გიორგი პრეზიდენტს - სამართალდამცავებს, რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს დღის ისე წარმართვა,რომ არცერთი თანამოქალაქე არ დაშავებულიყო, გამოუცხადეთ საყვედური, ნაცვლად მადლიერებისა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან “პრაიდის ფესტივალის” გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ეპისკოპოსის თქმით, ზურაბიშვილმა, სამართალდამცავებს მადლიერების ნაცვლად, საყვედური გამოუცხადა.

"ახლა მე მინდა მივმართო მის აღმატებულებას,ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს, ქალბატონ პრეზიდენტს:

- დღეს,ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მსოფლიო “ლგბტ” სოდომისტურ მოძრაობაზე,რომელიც, დროდადრო, შეტევას ახორციელებს ჩვენს ერზე.

თქვენ გამოთქვით უკმაყოფილება და სამართალდამცავებს გამოუცხადეთ საყვედური ნაცვლად მადლიერებისა, რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს დღევანდელი დღის ისე წარმართვა,რომ არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დაშავებულიყო.

თქვენი აზრით,სამართალ დამცავები ძალისმიერი მეთოდებით უნდა დაპირისპირებოდნენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს,რაც გამოიწვევდა უმართავ პროცესებს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში?!

მე საჯაროდ დაგიჭირეთ მხარი და ასევე საჯაროდ მინდა გამოვთქვა წუხილი თქვენ გამო და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ არ დაგავიწყდეთ, თქვენ ბრძანდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის, წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით განათლებული,თამარ და ქეთევან დედოფლის ქვეყნის პასუხისმგებელი პირველი პირი!” - წერს მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი Facebook-ზე.

დღის ამბები