20 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
სასკოლო კონკურსის "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის"გამარჯვებული სკოლები, განათლებისა მინისტრმა დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სასკოლო კონკურსის – „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა.

მინისტრმა მოსწავლეებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა. მოსწავლეების მიერ შექმნილ პროექტებში გადმოცემული იყო აფხაზეთის ლიტერატურა და კულტურა.

განათლების მინისტრის განცხადებით, მსგავსი პროექტები აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენას ისახავს მიზნად.

„უმნიშვნელოვანესია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების შესარიგებლად, ხიდების აღსადგენად საგანმანათლებლო პროექტები. მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების ნაწილში იყოს ფართოდ გაშლილი აფხაზეთის ისტორია, კულტურა და ბავშვებმა არ დაივიწყონ ის ტრადიციები,ურთიერთობები, რაც ჩვენს შორის არსებობდა და არსებობს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პროექტის მიზანი მოსწავლეებში ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული, სამოქალაქო და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება იყო. პირველი საპრიზო ადგილი, აფხაზეთის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა.

დღის ამბები