20 სექტემბერი 2024,   01:14
ვრცლად
ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იყო დაგეგმილი, შესრულდება - ირაკლი ქარქაშაძე

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდება.

მისი განმარტებით, აეროპორტის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ და შეისწავლიან სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და აეროპორტების გაერთიანების გუნდის აქტიურმა მუშაობამ მოგვცა საშუალება, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაუბრუნდეს მუშაობის ჩვეულ რიტმს და აღადგინოს ფუნქციონირება, დაგეგმილზე სამი საათით ადრე. შესაბამისად, ყველა რეისი, რომელიც დაგეგმილი იყო, შესრულდება, ეს შეეხება მოფრენასაც და გაფრენასაც. ჩვენ ვრჩებით ადგილზე იმისთვის, რომ დღის მანძილზე შევისწავლოთ ის რეალური ზიანი, რომელიც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

დღის ამბები