20 სექტემბერი 2024,   01:14
ვრცლად
გადაწყვეტილება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, გადაწყვეტილება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე - დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია.

მისი განმარტებით, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

"პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე - დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია.

გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული ჯანდაცვა, პირველ რიგში, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს", - აღნისნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები