20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
მაღალი ტემპერატურა ესპანეთში - ქვეყნის დედაქალაქში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა

ესპანეთის დედაქალაქში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. მადრიდის მოსახლეობა მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ დისკომფორტს ებრძვის. ქალაქის ქუჩებში ტურისტები და ადგილობრივები თავს სკვერებს აფარებენ.

ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პროტოკოლი მოქმედებს, რომელიც ექსტრემალურ სიცხეში ზოგიერთ გარე სამუშაოს კრძალავს.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მაღალი ტემპერატურა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

მაღალი ტემპერატურაა იტალიაშიც, რომში ტემპერატურამ 37 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. სიცხის გამო, ხალხმრავლობაა შადრევნებსა და სკვერებში.

დღის ამბები