20 სექტემბერი 2024,   01:07
ვრცლად
სტიქია სამეგრელოში - რამდენიმე სოფელში ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა, დაზიანებული წყალმომარაგების სისტემები, რის გამოც რეგიონში წყლის მიწოდების სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

ამასთან, თითქმის არცერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სტიქიის გამო დატბორილია გზები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და შენობების პირველი სართულები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აბაშის რამდენიმე სოფელში, სადაც ოჯახების ევაკუაცია გახდა საჭირო.

„ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან. არის რამდენიმე ლოკაცია აბაშის სოფელში, სადაც მოსახლეობა უნდა გამოგვეყვანა და ისინი უკვე გამოყვანილები არიან“, - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

დღის ამბები