20 სექტემბერი 2024,   01:16
ვრცლად
იმერეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა იმერეთში. სტიქიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში სახლები და სათავსოები დატბორა.

ადგილობრივების თქმით, დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები.

მოსახლეობის თქმით, მოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ისინი დახმარებას ითხოვენ. 

გვიან ღამით წვიმა პრობლემები შექმნა ქუთაისის აეროპორტშიც, გადაიდო ფრენები.

დღის ამბები