20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
დავით ნარმანიამ სემეკის 2022 წლის საქმინობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დავით ნარმანიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მარეგულირებელი კომისიისათვის მნიშვნელოვანი წელი იყო.

მისი თქმით, კომუნალური სერვისები გამარტივდა, ასევე სემეკმა მოქალაქეებს მილიონ ლარზე მეტი უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერა.

დავით ნარმანიას თქმით, არსებული ტარიფები მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება.

„მარეგულირებელმა კომისიამ გასულ წელს დაადგინა, როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე ელექტროენერგიაზე ტარიფები და ტარიფების სტრუქტურიდან გამომდინარე, ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი მდგომარეობიდან გამომდინარე ტარიფები დატოვა უცვლელი. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ბალანსი დაცულიყო მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის და ჩვენი მთავარია ამოცანა სწორედ ეს არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები