20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას შესაბამისი კომისიები იწყებენ

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას შესაბამისი კომისიები იწყებენ. სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე.

შეხვედრაზე განხილული იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის უმოკლეს დროში აღდგენის საკითხები.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში ძლიერმა წყალმოვარდნებმა გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას გაზი არ მიეწოდება. ანალოგიური მიზეზის გამო წყლის გარეშეა დარჩენილი სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები