20 სექტემბერი 2024,   01:14
ვრცლად
ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალს გადაიღებენ - The Hollywood Reporter

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომანის, "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" მიხედვით სერიალს გადაიღებენ. ცნობილია, რომ სერიალზე All Quiet-ისა და Night Manager-ის პროდიუსერები იმუშავებენ.

ცნობისთვის, ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე" თავდაპირველად გერმანულ ენაზე გამოიცა. ავტორმა ის სწორედ გერმანულად დაწერა. მწერალს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

დღის ამბები