20 სექტემბერი 2024,   01:19
ვრცლად
მიტროპოლიტი შიო, შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

პატრიარქის მოსაყდრე შიო, შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დღეს პირველად გამოჩნდა. მიტროპოლიტი შიო მუჯირი სამების საკათედრო ტაძარში პეტრე-პავლობის საზეიმო წირვას აღავლენს. მას მედიისთვის ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

მისი მოწამლის შესახებ ინფორმაცია ხუთ ივლისს გავრცელდა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

"ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიძიებთ. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ამ საკითხს. მე წინასწარ კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, დაველოდოთ გამოძიებას. როცა იქნება ხელშესახები შედეგები, ბუნებრივია, საზოგადოებას ეცნობება ამის შესახებ,"- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები