20 სექტემბერი 2024,   01:10
ვრცლად
იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს 100%-ით გაუთანაბრდა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს - 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 100%-ით გაუთანაბრდა.

2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 2 მილიონ 500 ათასამდე  მგზავრს მოემსახურა, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. 

ხაზგასასმელია, რომ მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადში

ასევე ხაზგასასმელია, რომ ნახევარი წლის განმავლობაში (იანვარი-ივნისი), საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8500-ზე მეტი რეისი განხორციელდა, რაც, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით,  29%-ით მეტია,  ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ფრენების აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.

დღის ამბები