20 სექტემბერი 2024,   01:19
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: ნიკა გვარამია გახლავთ Go, Go Zhenia-ს ავტორი, პატარა პრიგოჟინი და მის გულშემატკივარი, არადა თუ კი ვინმე დაღუპულა ქართველი მეომრებიდან უკრაინაში, თითქმის ყველა პრიგოჟინის ვაგნერთან შეტაკებაში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება, სადაც საუბარია  თავისუფალი მედიის პრობლემებზე როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში და მედიის მიმართ დამოკიდებულების ერთ-ერთ მაგალითად ნიკა გვარამიასთვის ჯილდოს გადაცემაა მოყვანილი.

ნიკოლეიშვილი ცინიზმს უწოდებს "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მიერ გვარამიას დაჯილდოებას, ვინაიდან მას რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელად და მედიაში "ფეიკების" გამავრცელებლად მიიჩნევს.

ექსპერტი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ რუსეთში მომხდარი ე.წ. სამხედრო ამბოხის დროს, ნიკა გვარამია ევგენი პრიგოჟინს უჭერდა მხარს, რომლის სამხედრო დანაყოფთან შეტაკებაშიც დაიღუპა უკრაინაში ქართველი მებრძოლების უმრავლესობა. 

"ნიკა გვარამია, გახლავთ Go, Go Zhenia-ს ავტორი, პატარა პრიგოჟინი და მის გულშემატკივარი, (არადა თუ კი ვინმე დაღუპულა ქართველი მეომრებიდან უკრაინაში, თითქმის ყველა პრიგოჟინის ვაგნერთან შეტაკებაში). ეს სუბიექტი რადიკალური ოპოზიციის კოორდინატორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელიც გახლდათ (გაიხსენეთ როგორ დაიბარა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თავისთან და დაცინვით საცივის თეფშიდან თავის ამოყოფა უბრძანა). მასვე ეკუთვნის ფეიკებისა და სიძულვილის ენის დამკვიდრება ქართულ მედიაში. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ კი მას აჯილდოებს, რომ თურმე „მთავრობის მხრიდან ზეწოლას გაუძლო“ მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს მართლაც არ ვიცი და რამდენ ასეთ თავხედობას  გავუძლოთ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები