20 სექტემბერი 2024,   01:13
ვრცლად
მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოიკითხა

პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც გამოიკითხა.

დეკანოზის განცხადებით, მან საგამოძიებო უწყებას ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა, ძირითადად, იმის შესახებ, რაზეც საჯაროდაც ისაუბრა.

"იყო ნათქვამი, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძვრება საქმე და ამ კუთხით იქნება გამოძიებული, გამოკითხული ვარ მეც. მივაწოდე ძალიან ზოგადი ინფორმაცია, რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით, იმის ირგვლივ ვისაუბრე. გუშინ მქონდა პირველად შეხვედრა გამომძიებელთან და რა მიმართულებით გააგრძელებენ, არ ვიცი. ალბათ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. ველოდებით, ახლა კიდევ არის ანალიზი აღებული.

შესაძლოა, რომ საბოლოოდ დადგინდეს, რომ იყო რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა, რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, შესაძლოა, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც,"- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები