20 სექტემბერი 2024,   01:12
ვრცლად
მეუფე შიოს საპატრიარქოში მტერი არ ჰყოლია, ვერ ვხვდები, ვის უნდა ნდომებოდა მისი მოწამვლა - მთავარეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის შესახებ ვერცერთი ვერსიის მხარდამჭერი ვერ იქნება, რადგან ვერ ხვდება, ვის შეიძლებოდა ნდომებოდა მისი მოწამვლა.

მისივე განცხადებით, პატრიარქის თანამოსაყდრეს საპატრიარქოში მტრები არ ჰყავს.

"ვერცერთი ვერსიის მხარდამჭერი ვერ ვიქნები, იმიტომ, რომ მეუფეს არ დავლაპარაკებივარ. იმასაც ვერ ვხვდები, ვის უნდა ნდომებოდა მეუფის მოწამვლა.

მაგალითად, ჩემნაირ ადამიანს მტერი ჰყავდეს გასაგებია, მაგრამ მოწამვლით რატომ უნდა მომწამლონ მეც. და მეუფე წესიერი კაცია, ურთიერთობებში და იმაში, გინახავთ ჩემსავით გამოვიდეს და ასეთი რაღაც?! რაფინირებულად, სულ ისე ლაპარაკობს.

შეიძლება ჩინური პროდუქცია იყო, სათამაშოებზე ხომ იცით რაც ხდებოდა, მე არ ვიცი რომელი მეტალი იყო მის სისხლში აღმოჩენილი, მაგრამ ძალიან ბევრია, საწვავია ა.შ. და ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს. მე რომ თავიდანვე საქმის კურსში ვყოფილიყავი, რომ ვიღაც მტერი ჰყავს ან რამე, ჩემი ვერსია მექნებოდა, შიგნით მტერი არ ჰყოლია, საპატრიარქოში,"- განაცხადა მიტროპოლიტმა იაკობმა.

დღის ამბები