20 სექტემბერი 2024,   01:11
ვრცლად
მწერალი მილან კუნდერა გარდაიცვალა

ცნობილი ჩეხი მწერალი მილან კუნდერა გარდაიცვალა. ის 94 წლის იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ის პარიზში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. კუნდერა ბრნოში დაიბადა. პირველი წიგნი 1953 წელს გამოაქვეყნა.

ის აქტიურად მონაწილეობდა პრაღის გაზაფხულის საპროტესტო აქციებში, რის გამოც მისი წიგნები ჩეხოსლოვაკიის ყველა ბიბლიოთეკიდან ამოიღეს. 1970 წელს აიკრძალა კუნდერას ნაწარმოებების დაბეჭდვა.

1975 წელს კუნდერა საფრანგეთში გაიქცა. 1979 წელს ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა. 1981 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მწერალს ჩეხეთის მოქალაქეობა 40 წლის შემდეგ აღუდგინეს.

მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი წიგნი „ყოფის აუტანელი სიმსუბუქეა“.

დღის ამბები