20 სექტემბერი 2024,   01:23
ვრცლად
მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მიტროპოლიტი შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლაზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცნობის გავრცელება ვიღაცის ინტერესში შედის.

"დილას ადრე დამირეკეს ამერიკიდან მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა და მთელი ამერიკა არის შეშფოთებული, რომ მეუფე შიო მოწამლეს, მართალია თუ არა. მე ვუთხარი, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი და ასე გავავრცელე ამერიკაში ეს ამბავი.

შსს-მ გამოაცხადა, რომ მოტივაცია საქმის აღძვრის არის საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია. მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება ინტერესში შედის, რა თქმა უნდა. ეს ბოლოდან არის დასაწყები და ეგ ჩემი საქმე არ არის, პოლიტიკაა. ხე ნაყოფით იცნობა, ასეა.

მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს და ამიტომ, არ არის მოწამლული," - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტი შიოს მოწამვლაზე ინფორმაცია ხუთ ივლისს გავრცელდა, თავად საპატრიარქომ ეს ვერსია არ გამორიცხა, შსს-მ კი გამოძიებაც კი დაიწყო მკვლელობის მცდელობის მუხლით.

 

დღის ამბები