20 სექტემბერი 2024,   01:21
ვრცლად
უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ რაღაცა ახალს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიტროპოლიტი შიოს სავარაუდო მოწამვლაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ სანამ დადგინდება სიმართლე, ყველას შეუძლია საკუთარი შეხედულება ჰქონდეს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

"მეუფეს, ალბათ, მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ამ ამბის შესახებ თხრობა დაიწყო მედიამ. ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება. ამ გაურკვევლობაში, სანამ დადგინდება რამე, ყველას შეიძლება თავისი მოსაზრება და შეხედულება ჰქონდეს.

როცა არის დღესასწაული, ნაკლებად შესაძლებელია რაღაც სხვა სამუშაო პროცესები, ამიტომ, უახლოეს დღეებში, ალბათ, უნდა ველოდოთ რაღაცა ახალს," - აცხადებს მამა ანდრია (ჯაღმაიძე).

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონის (ბულუხია) მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ გააჩნია.

"ფაქტი ის არის, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი არის და ეს ისეთი რამ არის, რომელიც ჰაერიდან არ ჩნდება. ვარაუდითაც ვერ ვვარაუდობ, ან როგორი გზით შეიძლებოდა ამის გაკეთება, არანაირი ვერსია არ მაქვს. ნამდვილად გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ჩვენს წიაღში ასეთი რამ არ იბადება," - აცხადებს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტი შიოს მოწამვლაზე ინფორმაცია 5 ივლისს გავრცელდა, თავად საპატრიარქომ ეს ვერსია არ გამორიცხა, შსს-მ კი გამოძიებაც დაიწყო მკვლელობის მცდელობის მუხლით.

დღის ამბები