20 სექტემბერი 2024,   01:16
ვრცლად
რაჭა, თუშეთი, იმერეთი, ყაზბეგი, სვანეთი და გურია "მთის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება

რაჭა, თუშეთი, იმერეთი, ყაზბეგი, სვანეთი და გურია "მთის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება. მთის ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ადათ-წესები, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა, უძველესი სამზარეულო და მთის საინტერესო მითები, მთელი დღის განმავლობაში კი მუსიკა, რომელიც სტუმრების განწყობაზე იზრუნებს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. მოეწყობა ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები. სტუმრები რეწვის და ქსოვის გაკვეთილებსაც დაესწრებიან. ფესტივალზე სტუმრები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

"მთის დღეები" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეორედ იმართება. ზუსტად ერთი წლის წინ, ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორები ფესტივალს ოთხ ლოკაციაზე სტუმრობდნენ.

დიდი დაინტერესების და გამოხმაურების გამო, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია. ფესტივალი, 15 ივლისს - რაჭა, იმერეთსა და თუშეთში, ხოლო 22 ივლისს - ყაზბეგში, ბახმაროსა და სვანეთში ჩატარდება.

დღის ამბები