20 სექტემბერი 2024,   01:05
ვრცლად
"ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა" - ნინო ნადირაძე პოლონელ ექიმზე​

"ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა," - წერს "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, გუშინ, 14 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ პოლონელ ექიმს მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში მალულად, ფეხსაცმლით გაჰქონდა.

"პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა (აიღეს თავად პოლონელებმა "ვივამედის" ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე. წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე. რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით," - წერს ნინო ნადირაძე.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პოლონელი ექიმის ქცევა და მისი პასუხი ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან მას აღებული ნიმუშის გატანის უფლება ჰქონდა.

"ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და მის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ თავად სამსახურმა მისცა," - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები