20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება

დღეს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გამოაბრძანეს და მსვლელობით ტაძარში გადააბრძანებს.

საზეიმო წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე შარაშენიძე აღავლენს. მან მრევლს დღესასწაული მიულოცა.

მიტროპოლიტმა კომენტარი პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებაც გააკეთა და თქვა, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

ვლაქერნობა ზუგდიდში 1990 წლიდან აღინიშნება.

დღის ამბები