20 სექტემბერი 2024,   01:08
ვრცლად
წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.

ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს, სპორტული აქტივობების განხორციელებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ ჩართულობას მხარს აქტიურად უჭერს.

დღის ამბები