26 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
კონტრშეტევის დასაწყისში უკრაინამ იარაღისა და ჯავშანტექნიკის 20 % დაკარგა, რის გამოც უკრაინამ კონტრშეტევითი ტაქტიკა შეცვალა - The New York Times

კონტრშეტევის დასაწყისში უკრაინამ იარაღისა და ჯავშანტექნიკის 20 % დაკარგა - ამის შესახებ სტატიას  The New York Times აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამ სამხედრო ტექნიკის დანაკარგის გამო უკრაინამ კონტრშეტევითი ტაქტიკა შეცვალა.

როგორც გამოცემა ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის კონტრშეტევის პირველ ორ კვირაში, საბრძოლო ველზე გაგზავნილი იარაღის დაახლოებით 20 % დაზიანდა ან განადგურდა. მათ რიცხვში შედის დასავლური საბრძოლო ტექნიკის ნაწილი - ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. თუმცა ამასთან, ექსპერტების თქმითვე, ზარალის  მაჩვენებელი მომდევნო კვირებში დაახლოებით 10 პროცენტამდე დაეცა, რამაც უკრაინელებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა მეტი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა იმ ძირითადი შეტევისთვის, რომელიც უკრაინელების განცხადებით, ჯერ კიდევ წინ არის.

შესაბამისად, The New York Times-ის ცნობით, კონტრშეტევითი ტაქტიკის შეცვლა უკრაინას საშუალებას მისცემს, შეამცირონ სამხედრო დანაკარგები, მაგრამ ტერიტორიების დეოკუპაციას არ შეანელებს.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, რუსეთს მრავალი თვე ჰქონდა მოსამზადებლად და ფრონტი სავსეა ნაღმებით, სატანკო ხაფანგებით, ხოლო რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები და შვეულმფრენები მზარდი სიხშირით დაფრინავენ. 

ამ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ რამდენიმე კვირის წინ იყო ოპერაციების ხანმოკლე პაუზა, რაც აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობით ახნსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, დააჩქარონ მიწოდების ტემპი - აღნიშნავს The New York Times-ი.

დღის ამბები