07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
უკრაინას ისინი არაფერში სჭირდება და ისინი არაფერზე ახდენენ გავლენას - პოდოლიაკი სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობის მცდელობის საქმეზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინა კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობას გეგმავდა.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას ისინი აბსოლუტურად არაფერში სჭირდება და "ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას".

ცნობისთის, 15 ივლისს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობა აღკვეთეს. მათი განცხადებით, მკვლელობას ნეონაცისტური ჯგუფი "პარაგრაფი-88", უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გეგმავდა.

დღის ამბები