20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
შოვში, "მთის დღეები" დასრულდა

შოვში, "მთის დღეები" დასრულდა. ღონისძიების ლოკაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა. გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია და ასევე მიმდინარეობდა კულინარიული მასტერკლასი. მთელი დღის განმავლობაში იყო მუსიკა.

სტუმრების წინაშე წარდგნენ ნოდარიკო ხუციშვილი,მარიამ გალოგრე და ნინი ასილიანი, ხოლო საღამოს კოცონთან ღონისძიება გელა დონაძემ და კვარტეტმა დახურა.

მთის დღეები უკვე მეორე წელია პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. მთლიანობაში ღონისძიებებს ექვსი მაღალმთიანი რეგიონი უმასპინძლებს. მთის დღეები 15 ივლისს გაიხსნა და 22 ივლისს დაიხურება.

დღის ამბები