20 სექტემბერი 2024,   01:13
ვრცლად
თუშეთში "მთის დღეები" დასრულდა - სპეციალურად მოწყობილ საფესტივალო სივრცეში დილიდან ხალხმრავლობა იყო

თუშეთში "მთის დღეები" დასრულდა. ომალოს ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ საფესტივალო სივრცეში დილიდან ხალხმრავლობა იყო. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ არაერთ კულტურულ და შემეცნებით აქტივობაში. თუშური მთის დღეები ქართველი შემსრულებლების კონცერტით დაგვირგვინდა.

მთის დღეები პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი მთის რეგიონების კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.

დღის ამბები