20 სექტემბერი 2024,   01:16
ვრცლად
ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე თეატრალური ფესტივალი დასრულდა

ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე თეატრალური ფესტივალი დასრულდა.  თეატრის შენობაში, ასევე აღინიშნა ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეც. ღონისძიების ფარგლებში, ფესტივალში მონაწილე თეატრალური დასებიც დააჯილდოვეს. ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრები გამოავლინა. გრან-პრი თავისუფალი თეატრის სპექტაკლმა “სამანიშვილის დედინაცვალმა” დაიმსახურა, რომლის რეჟისორი გოგი მარგველაშვილია. ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი 10 დღის მანძილზე გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას 18 ქართული და 8 უცხოური დასი იღებდა .

დღის ამბები