19 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა. ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიაწოდა. პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, სულ ჯამში რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები, მოეწყობა სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა ოთი მილიონ 935, 828 ლარი, დამატებით იგეგმება მილიონ რვაასი ათასი ლარის ინვესტირება.

დღის ამბები