19 მაისი 2024,   11:34
ვრცლად
სკვერი, გასართობი პარკი და დასასვენებელი ადგილი - თემქის ხევში, მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა

ადგილზე, სადაც ერთ დროს ჭაობი და ნაგავსაყრელი იყო, სულ მალე უახლესი სკვერი, გასართობი პარკი და დასასვენებელი ადგილი მოეწყობა. თბილისში, "ზღვის უბანში" 25 ჰექტარზე გაშენებული რეკრეაციული ზონა, ამ უბნის ახალი სიცოცხლე, ქალაქისთვის კი კიდევ ერთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, სადაც დროის გატარება და დასვენება იქნება შესაძლებელი.

თემქის ხევში, მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი და მას ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს. სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, კაფე, მედიათეკა, ბელვედერი, სპორტული და საბავშვო მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და ურბანული მეურნეობის ზონა - ეს იმ ობიექტების ჩამონათვალია, რასაც თემქის ხევის პროექტი აერთიანებს.

თემქის ხევში რამდენიმე ათეული ათასი ნერგი ირგვება და საბოლოოდ, პარკთან ერთად ხელოვნური ტყის მოწყობაც იგეგმება. ასევე დამონტაჟდება განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. დენდროლოგიური ნაწილის, ხევის ახალი ნერგებით გამდიდრება, ეტაპობრივად მოხდება.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები