20 სექტემბერი 2024,   01:08
ვრცლად
ძალიან გაუგებარი ფაქტია, რატომ გაიტანა ამ ადამიანმა ამ გზით ნიმუში, როცა მას ოფიციალურად ჰქონდა ამის ნებართვა - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა მიზნით სცადა პოლონელმა ექიმმა ნიმუშების ამ გზით გატანა, მაშინ როდესაც მათ კვლევის ჩატარების ოფიციალური ნებართვა ჰქონდათ.

ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ პოლონელმა მედიკოსებმა როგორც ფრჩხილის, ასევე თმის ნიმუშები წაიღეს და მათ მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები არ ჰქონიათ.

„ როგორც კოლეგები, ძალიან კმაყოფილი ვარ მათთან ურთიერთობით, იყვნენ ძალიან კოლეგიალურები და ძალიან კომუნიკაბელურები. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუ რაიმე კვლევას გვთავაზობენ ისინი, რაც შეეძლოთ. ეთქვათ ამის შესახებ და კლინიკას არაფერი საწინააღმდეგო არ ექნებოდა, ძალიან გაუგებარი ფაქტია, რატომ გაიტანა ამ ადამიანმა ამ გზით ნიმუში, როცა მას ოფიციალურად ჰქონდა ამის ნებართვა. იქამდე ჩვენთვის არ უთქვამთ ისე იყო ბიოლოგიური ნიმუშები აღებული მათ მიერ, ამის შემდეგ, როდესაც მოითხოვეს ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ავუხსენით პროტოკოლის შესაბამისად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ნიმუში უნდა აღებულიყო ყველას, მათ შორის, ჩვენივე თანამშრომლების თანდასწრებით, ამის შემდეგ უნდა დალუქულიყო, ხელმოწერებით დადასტურებულიყო და ამის შემდეგ ჰქონდათ უფლება გაეტანათ ბიოლოგიური ნიმუშები“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

 

დღის ამბები